წებვადი ლენტი (სკოჩი): სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სწორად შერჩეულ აქსესუარებს მოითხოვს, მათ შორის ერთ ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს წებოვანი ლენტები. სწორად შერჩეული წებვადი ლენტი აუცილებელი პირობაა თქვენი სამუშაოს სრულყოფილად შესასრულებლად.
ჩვენი პროდუქტი იმპორტირებულია ევროპული ქვეყნებიდან, (გერმანია, ბელგია, უკრაინა) და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან წარმოდგენილია პროფესიონალური ხარისხის წებვადი ლენტების ყველაზე ფართო არჩევანი საქართველოში.
წებვადი ლენტები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:
- ზედაპირების დასაცავად სამღებრო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოებისას.
- სარკეების, აბრების, სწორი ან გლუვზედაპირიანი ნივთების ხანგრძლივი ვადით დასამაგრებლად;
კედლებზე, იატაკებზე, ფანჯრებზე, ფანჯრის რაფებზე, კარებზე, დიდ ფართობებზე და ა.შ. დასაფარი მასალის საიმედოდ დასაფიქსირებლად; - ნოხების და პროფესიონალურად და საიმედოდ დასაწებებლად (დასამაგრებლად)
და სხვა.
გამომდინარე იქედან, რომ წებვადი ლენტები გამოიყენება მრავალი დანიშნულებით, მათი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია და შერჩევის პროცესში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები დაგეხმარებიან.
საჭიროებებიდან გამომდინარე ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი დანიშნულების წებვადი ლენტები:
წებვადი ბადე ლენტი Kip 843
გამოიყენება: თაბაშირ-მუყაოს ფილის შემაერთებელი ადგილების და ბზარების დასაფარად. ასევე, ხვრელების ამოვსების წინ. მოითხოვს შებათქაშებას. თვისებები: წებვადი მინის ფაზის ტილოს ლენტი/სკოჩი, უხეში ტილოს სტრუქტურით. 8 X 8 მეში – სტაბილური ფორმის. აქვს კარგი ფიქსირების უნარი.
შპალერის სამღებრო სკოჩი/ლენტი Kip 309-24
გამოიყენება: სამღებრო ან სხვა სამუშაოებისას მგრძნობიარე ზედაპირების დასაცავად, როგორებიცაა შპალერი, ქაღალდი, ლაკირებული ზედაპირები და ა.შ. აძრობისას არ აზიანებს დასაცავ ზედაპირს.
სამღებრო ქაღალდის ლენტი Kip 804
გამოიყენება: სამღებრო სამუშაოებისას გლუვი ან სწორი ზედაპირების საღებავისგან დასაცავად.
სამონტაჟო ძლიერი სკოჩი/ლენტი Kip 838
თვისებები: ორმხრივად წებვადი სამონტაჟო ლენტი პოლიეთილენის ქაფისაგან. გააჩნია ძლიერი წებვის უნარი. არის ნესტისადმი და ორთქლისადმი მედეგი.
გამოიყენება: სარკეების, აბრების, სწორი ან გლუვზედაპირიანი ნივთების ხანგრძლივი ვადით დასამაგრებლად. გააჩნია ძლიერი დაჭერის უნარი სწორ ზედაპირებზე, როგორებიცაა კაფელი, მეტლახი, მეტალი, მინა, კერამიკა და ა.შ. მაგალითად აბაზანაში სარკეების ან ჩამოსაკიდებლების კაფელზე დასამონტაჟებლად და ა.შ.
ორმხრივი სამონტაჟო ლენტი გარე სამუშაოებისათვის HPX HT 1905
თვისებები: ორმხრივად წებვადი სამონტაჟო ლენტი. გააჩნია განსაკუთრებით ძლიერი წებვის უნარი და ნესტისადმი მედეგობა.
გამოიყენება: გარე სამუშაოებისას სწორი ან გლუვზედაპირიანი ნივთების, როგორებიცაა აბრები, გარე თერმომეტრები, ავტომობილების მოლდინგები და სხვა მსგავსი საგნები, ხანგრძლივი ვადით დასამაგრებლად. გააჩნია ძლიერი დაჭერის უნარი სწორ ან მსუბუქად ხოროშ ზედაპირებზე, როგორებიცაა ქვის ან აგურის ღობეები, ბათქაში და ა.შ.
არმირებული სკოჩი/ლენტი HPX 6200
უნივერსალური ძლიერი წებვადი ლენტი (არმირებული) გამოირჩევა უფრო მაღალი გამძლეობით. იგი აქტიურად გამოიყენება სარემონტო სამუშაოებში.
Duct tape
უნივერსალურ საწებ ლენტს (Duct Tape) დღეისათვის ფართოდ იყენებენ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ის შედგება რბილი და სტაბილური სპეციალური ქსოვილისგან, რომელიც არ ატარებს წყალს და ჰაერს და გააჩნია მაღალი წებვადობა. ამ თვისებების გამო მას აქვს ძალიან ფართო გამოყენების არეალი როგორც სამშენებლო, სარემონტო, შესაკეთებელ, წარმოების, ინდუსტრიულ და სხვა სფეროებში, ასევე მას ძალიან ფართოდ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შესაფუთი ლენტი გამჭირვალე Kip 813
დამცავი ფოლიე (სრულად წებვადი)
თვისებები: დამოუკიდებლად და მთლიანად წებადი გამძლე LDPE ფოლიე 2 ასორტიმენტად – გამჭვირვალე ან გამჭვირვალე ლურჯი.
გამოიყენება: ღებვითი, ბათქაშის, დასასუფთავებელი, გადატანითი და სხვა სამუშაოებისას ტექნიკის, მინის, ქვის, სარკეების, მეტლახის, ნოხების, კიბეების, კაფელის, პარკეტის და ა.შ. ზედაპირების დასაცავად. არ ტოვებს წებოს კვალს და არ აზიანებს დასაცავ ზედაპირს აძრობის დროს.
ალუმინის წებოვანი სკოჩი/ლენტი Kip 345
გამოყენება: ალუმინის ლამინირებულ საიზოლაციო პანელების შესაერთებლად. ასევე, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემების მონტაჟის დროს.
ნოხების ორმხრივი ტილო-ლენტი (პრემიუმ კლასი) Kip 341-22
გამოიყენება: ნოხების და ნოხის პლიტების პროფესიონალურად და საიმედოდ დასაწებებლად (დასამაგრებლად).
ტილოს წებოლენტიანი ჩამოსაშლელი ცელოფანი Masq 96805676
გამოიყენება: ღებვითი, ბათქაშის, დასასუფთავებელი და ა.შ. სამუშაოებისას დიდი, სრული ფართობების დასაფარად და დასაცავად (მაგ. კედლები ან ავეჯი).
ვულკანიზირებადი ლენტი (STRETCH AND FUSE) - HPX SI2503
გამოიყენება: უნივერსალური წებვადი ლენტი. არის მუდმივი, საუკეთესოა გარე ელექტრო სადენების საიზოლაციოდ. მარტივი გამოსაყენებელია. წნევის მიმართ მდგრადია (8 ბარამდე), გამოიყენებენ დაზიანებული პლასტმასის და რეზინის მილების საიზოლაციოდ, წყალს არ ატარებს.
ნებისმიერი ამინდისადმი მედეგი, სარემონტო გამჭვირვალე წებოვანი ლენტი (ALL WEATHER TRANSPARENT TAPE) – HPX AT4805
გამოიყენება: გატეხილი მინის, გახეული სათბურის ფირის, ტილოების, გატეხილი პლასტმასის, გახეული ბრეზენტის შესაწებებლად. მდგრადია მკაცრი გარემო პირობებისადმი. არის ძალიან ძლიერი შეწებების ლენტი.
საიზოლაციო ლენტები (INSULATION TAPES) - Mustang IT1510B, Mustang IT1920
გამოიყენება: ელექტრო კაბელების საიზოლაციო ლენტი. არის ცეცხლ მედეგი. მისი გამოყენება შესაძლებელია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში (50 – დან + 80 ° С– მდე). არ კარგავს ფუნქციონალურ თვისებებს.
ულტრა თხელი ორმხრივი სამონტაჟო ლენტი (ULTRA MOUNT)- HPX ultra mount 1510
გამოიყენება: გამჭვირვალე, ორმხრივი წებოვანი ლენტი მაღალი წებოვანი სიძლიერით, ძალიან მდგრადია ტენიანობის, ულტრაიისფერი სხივების და მაღალი ტემპერატურის მიმართ.
ძლიერი ორმხრივი სამონტაჟო ლენტი ავტომობილებისთვის (AUTOFIX PRO) - HPX AF0905
გამოიყენება: უნივერსალური ორმხრივი წებვადი ლენტი. გამოიყენება ავტომობილის ინტერიერის და ექსტერიერის აქსესუარების მისაწებებლად. აქვს ძალიან მაღალი შეწებების უნარი, წყალგაუმტარია და მედეგია გარემო პირობებისადმი.
მოცურების საწინააღმდეგო ლენტი - HPX SB2505S
გამოიყენება: მრავალფუნქციური წებვადი ლენტი. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. აქვს მაღალი ხარისხის მიწებების უნარი გლუვ ზედაპირებზე. მედეგია ზეთისა და წყლის მიმართ. გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარე პირობებში.
შესვლა-ამკრძალავი ლენტი (BARRIER TAPE) - HPX B50100
გამოიყენება: ტერიტორიების და მონაკვეთების შემოსაფარგლად და მოსანიშნად, სადაც დროებით აკრძალულია შესვლა.
სამხედრო კამუფლაჟის წებვადი ლენტი - HPX CA5005
გამოიყენება: მრავალფუნქციური წებვადი ლენტი. თვითწებვადი, წყალგაუმტარი ტექსტილის ფირზე, გამოირჩევა წებოვნების მაღალი ხარისხით. გარე პირობებში გამოყენების წებვადი ლენტი.
გამჭვირვალე შესაფუთი ლენტები (TRANSPARENT PACKAGING TAPES) - mustang AT200
გამოიყენება: მრავალფუნქციური შესაფუთი ლენტი. გამოიყენება ყუთების შესაკრავად. არის მყარი, გამძლე და ელასტიური. ტვირთის ფიქსაციის დროს გამორიცხავს გახევას. იცავს ყუთს დაზიანებისგან.
ლენტი საიზოლაციო Shurtape 993-19 19 მმ 20 მ შავი
გამოიყენება: ელექტრო სადენების საიზოლაციო ლენტი. მაღალი ხარისხის ლენტი რბილი PVC-გან.
სრული და დეტალური ინფორმაციისთვის ფასების, ტექნიკური მონაცემების, ხარისხის და მიწოდების ადგილის შესახებ მოგვმართეთ. ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას, შეაგარჩევნებთ სასურველ პროდუქტს და დაგეხმარებით თქვენი სამუშაოს იდეალურად შესრულებაში.
სკოჩი, სამალიარო/სამღებრო სკოჩი (ქაღალდის სკოჩი/ლენტი) მალიარნი სკოჩი. იაფად სკოჩები, სამალიარო სკოჩი, შპალერის სკოჩი. სამონტაჟო სკოჩი, სამღებრო სკოჩი. ტილოს სკოჩი. ნოხების სკოჩი. ალუმინის სკოჩი. უნივერსალური სკოჩი / არმირებული სკოჩი, duct tape. არმირებული სკოჩი. ორმაგი სკოჩი.ორმაგი სკოჩი /ორმხრივი წებვადი ლენტი(სკოჩი). skoCi, iafad skoCebi, samontaJo skoCi, samRebro skoCi, tilos skoCi, noxis skoCi. aluminis skoCi. armirebuli skoCi. ormagi skoCi.Spaeris skoCi. universaluri skoCi. noxebis skoCi.