Dremel-ის ხელსაწყოები: Dremel არის ელექტრო ინსტრუმენტების ამერიკული ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია წვრილმანი და ფაქიზი ზედაპირების დასამუშავებლად. დრემელი ცნობილია 3000, 4000 და 8200 მოდელებით, რომლებიც გამოიყენება ლითონის დამუშავებისთვის, ხელსაწყოების დამზადებისთვის და სხვადასხვა ფორმების გამოყვანისთვის. Profi დრემელის ავტორიზირებული დილერია, რომლის შოურუმებში ნახავთ Dremel–ის უახლეს და ყველაზე პოპულარულ ხელსაწყოებს:
ბორმანქანა Dremel 4000
ბორმანქანა Dremel 4000 – მაღალი ხარისხის ცვლადი სიჩქარის მრავალფუნქციური ინსტრუმენტი. ხელსაწყო შექმნილია სხვადასხვა სირთულის სამუშაოების იუველირის სიზუსტით მაღალპროფესიონალურ დონეზე შესასრულებლად. ცვლადი თავაკების სიმრავლე კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს შესასრულებელი სამუშაოების სპექტრს. 360 გრადუსიანი რბილი სახელური ქმნის მაქსიმალურ კომფორტს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს, ხელსაწყოს მანევრულობა შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად ყველა უხერხული, ძნელადმისადგომი და მჭიდრო სივცეების დამუშავებას. ცვლადი სიჩქარის კონტროლით (5,000-35,000) შესაძლებელია მაქსიმალურად უზრუნველყოთ შესასრულებელი სამუშაოს სიზუსტე. თავაკების ცვლილების შესაძლებლობა ახანგრძლივებს ხელსაწყოს ექსპლუატაციის ვადას, თავაკების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა დამუშავდეს ნებისმიერი სირთულის და შემადგენლობის ზედაპირი.
გრავიორი Dremel
Dremel-ის გრავიორი – უნივერსალური ხელსაწყო, რომელიც შექმნილია ზუსტი სამუშაოების შესასრულებლად, სხვადასხვა სირთულის და შემადგენლობის ზედაპირის დასამუშავებლად. თუ გსურთ ძველ ნივთებს მისცეთ ახალი სიცოცხლე Dremel-ის გრავიორი საუკეთესო შესაძლებლობაა. გრავირების ეს ხელსაწყო ერთნაირად წარმატებით ამუშავებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: მინა, ხე, ლითონი (ალუმინი, სპილენძი, თუთია, ბრინჯაო და სხვა), პლასტმასი, ასევე რბილი მასალები: ტყავი, რეზინი და სხვა.
Dremel Moto Saw MS20
Dremel Moto Saw MS20 – მრავალფუნქციური, მაღალი სიზუსტის ხერხი. ამ ხელსაწყოს გამოყენებით მიიღებთ კომპაქტურ და მარტივ გადაწყვეტას სხვადასხვა მასალის დეტალური ჭრისთვის, ხის, პლასტმასის, ლამინატისა და ლითონის ჩათვლით. ხელსაწყო ექსპლუატაციაში მარტივია, არ სჭირდება განსაკუთრებული უნარები მის მოვლას. ავტომატური მარეგულირებელი აკონტროლებს მჭრელი ხერხის დაჭიმვის ხარისხს და მუდამ მზადაა ჭრისთვის. ერგონომიული დამჭერი მოსახერხებელი სახელურით საშუალებას იძლევა მაქსიმალურად აკონტროლოთ ჭრის პროცესი. Dremel Moto Saw მუშაობს, როგორც სტაციონალური სპირალური ხერხი, ასევე შესაძლებელია მისი ფუძიდან ამოღება და გარდაქმნა პორტატულ ხერხად.
წებოს პისტოლეტი Dremel 930
წებოს პისტოლეტი Dremel 930 – არის ორმაგი ტემპერატურის წებოვნების ხელსაწყო, რომელიც განსაკუთრებით შესაფერისია დეტალური წებოვნებისთვის. დაბალი ტემპერატურის პირობებში ინსტრუმენტი იდეალურია შემოქმედებითი სხვადასხვა სახის ჰობისთვის, როგორიცაა scrapbooking, დეკორაცია, ფერის დატანა შუშის ნაკეთობებზე და ა.შ. 7 მმ-იან ბრჭყვიალა ჩხირებით შესაძლებელია ლამაზი დეკორაციების შექმნა. სახლის პირობებში მსუბუქი სამუშაოების შესრულებისას, როგორიცაა: კერამიკის, პლასტმასის, მინის, ხის შეწებება და ა.შ. Dremel-ის წებოს პისტოლეტის ექსპლუატაციის პროცესში იძლევა შესაძლებლობას გაკონტროლდეს დამდნარი წებოს ნაკადი, რაც იძლევა ზუსტი სამუშაოების შესრულების საშუალებას, წებოს მასალის ეფექტურად გამოყენების და ზოგადად კომფორტული მუშაობის შესაძლებლობას.
Dremel Versaflame გაზის შემდუღებელი
Dremel VersaFlame – არის ერთადერთი სტაციონარული სანთურა, რომლის გამოყენება უსაფრთხოა, გააჩნია კატალიზატორი და შედუღების თავაკი, რაც მას დღეს ბაზარზე ყველაზე მრავალმხრივ სტაციონარულ სანთურად აქცევს, განსაკუთრებით წვრილმანი საქმიანობისთვის. Dremel VersaFlame იკვებება თხევადი ბუტანის გაზით, ხელსაწყო ცხელდება სწრაფად და ასევე სწრაფად ხდება მისი დატენვა. გამოყენების არეალი: შედუღება, ე.წ “პაიკა”, თერმოსაიცოლაციო მასალებზე მუშაობა და სხვა.