ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ისტორია

კომპანია პროფი დაარსდა 2010 წელს. დაარსება დაემთხვა სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნის პერიოდს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენმა გუნდმა, სწორი მენეჯმენტით, სრულფასოვანი და ხარისხიანი ასორტიმენტით და კლიენტებთან კეთილსინდისიერი მიდგომით მოახერხა თავის სეგმენტში მიეღწია წარმატებისთვის და შეექმნა როგორც საცალო კლიენტებზე, ასევე სამშენებლო კომპანიებზე ორიენტირებული მაღაზიათა ქსელი.

სერვისები და პერსონალი

Profi-ს მაღაზიებში თქვენ დაგხვდებიან პროფესიონალი ტექნოლოგები, რომლებიც გაგიწევენ სამღებრო სამუშაობთან დაკავშირებით კვალიფიციურ კონსულტაციას.
კონკრეტული ნახაზების, შესაღები ფართის ზომების და კედლის ფაქტურის მიხედვით, ჩვენი ტექნოლოგები შეგირჩევენ საღებავებს, სამღებრო აქსესუარებს და განგიმარტავენ მათი გამოყენების წესებს.
ჩვენს მაღაზიებში ფერების დაყენება ხდება გერმანული აპარატებით, რომლებშიც ინტეგრირებულია ფერების დაყენების კომპიუტერული სისტემა, რაც გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ 3500-ზე მეტი ფერის მაღალი სიზუსტით დაყენება.
ასევე მაღაზიებში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა დეკორატიული საღებავებით შესრულებული ნიმუშები, რომელთა დამარებით შეძლებთ წარმოდგენა შეიქმნათ თუ როგორი ვიზუალური ეფექტი ექნება თქვენს ინტერიერს თუ ექსტერიერს.

სტრატეგია და მიზნები

სამღებრო სამყაროში ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: სამღებრო საქმიანობის პროფესიონალები, რომელთათვისაც ეს საქმიანობა წარმოადგეს შემოსავლის ძირითად წყაროს, და მოყვარულები, რომლებიც თავიანთი ძალებით იფერადებენ საკუთარ გარემოს.

ჩვენი მაღაზიების კონცეფციაა დავაკმაყოფილოთ ორივე კატეგორია, სადაც პროფესიონალი თუ მოყვარული სხვაგან გაუსვლელად იპოვის თავისთვის სასურველ ხარისხიან პროდუქტს.

ამ კონცეფციის დასაკმაყოფილებლად გთავაზობთ ისეთი ევროპული ბრენდების არჩევანს, როგორებიცაა Caparol, Alpina, Kana, Kip, KimTec, Champion და ა.შ.

ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენთან მაქსიმალურად ახლოს, რაც გულისხმობს ქსელის გაფართოვებას და ამ ქსელში თანაბრად მაღალი ხარისხის სერვისის მოწოდებას.