სამღებრო აქსესუარები
სამღებრო სამუშაოები ხშირ შემთხევაში არის სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპი, სამღებრო აქსესუარების ხარისხზეა დამოკიდებული თუ როგორი სახე ექნება სამღებრო სამუშაოების შემდეგ ინტერიერს თუ ექსტერიერს.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ საღებავის და ლაქის უხარისხოდ წასმა პროფესიონალი ხელოსნები ყოველთვის არჩევანს აკეთებენ ხარისხიან სამღებრო აქსესუარებზე. სამღებრო სამუშაოებში ხშირად გამოყენებადია სამღებრო ფუნჯი და ლილვაკი ე.წ “კატოკი”.
ლილვაკი (კატოკი)
ლილვაკი („კატოკი“) საჭიროა და გამოიყენება დიდი ფართობის დამუშავებისთვის. “კატოკი” ბევრად მოსახერხებელია გოფრირებული ტექსტურირებული ზედაპირების შესაღებად. სტანდარტული მოდელები ძალიან პრაქტიკულია ინტერიერის სამღებრო სამუშაოებისთვის, მინი ლილვაკები კი მცირე ადგილების შეღებისთვის, დიდი ზომის ლილვაკები („კატოკები“) გამოიყენება ძირითადად ფასადის უხეში ზედაპირების შეღებვისთვის. ასევე პოპულარულია სპეციალური ლილვაკები შპალერის გასწორებისთვის და ა.შ.
ფუნჯი სამღებრო
სამღებრო ფუნჯი – ეს აქსესუარი მოსახერხებელია და გამოიყენება საღებავების, ლაქების, გრუნტების, შემათეთრებლების ზედაპირებზე წასმისთვის.
სამღებრო ფუნჯებიდან ყველაზე პოპულარულია ე.წ “მაკლავიცები“, რომელსაც ჯაგრისის ფორმა აქვს და გამოიყენება პროფესიანული სამღებრო სამუშაოებში. ძირითადად “მაკლავიცებს” იყენებენ ჭერის შეთეთრებისთვის და წებვადი ხსნარების დიდი ზომის ზედაპირებზე წასასმელად. ფუნჯი “მაკლავიცა” არის მრგვალიც და სწორკუთხაც. ფუნჯის სიგრძე 18 სმ-მდე აღწევს და ჯაგრისის სიგრძე 11 სმ-მდე.
გარდა ამისა ხშირი და პრაქტიკული გამოყენება აქვს შედარებით მცირე სამღებრო ფუნჯებს, ფუნქციონალური თვალსაზრისით, ისინი თითქმის უნივერსალურია, სხვადასხვა დანიშნულებისა და მოხმარებისაა.
ზოგიერთ პროფესიონალურ სამღებრო ხელსაწყოს შეიძლება ჰქონდეს ტელესკოპური სახელური, რაც მათ კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის როდესაც ხდება კედლების და ჭერის შეღებვა, რადგან სიმაღლეზე მუშაობის დროს არ საჭიროებს კიბის გამოყენებას.
შპატელი
შპატელი ძირითადად გამოიყენება კედლების დაგრუნტვის დროს, როგორც ინტერიერში სამუშაოდ, ასევე ფასადებზე. შპატელი შეუცვლელი ინსტრუმენტია გრუნტების და ჰერმეტიკული ხსნარების საშუალო და დიდი ზომის ზედაპირებზე წასასმელად. შპატელები პრაკტიკულია სხვადასხვა ზედაპირებიდან საიზოლაციო მასალის მოსაშორებლად. მცირე ზომის შპატელებს იყენებენ სარემონტო ხსნარებით დასვრილი იატაკის ფილების, მინების და კედლების გაწმენდისთვის.
შპატელის სახეობები
შპატელის შერჩევა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა სირთულის და მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი. მაგალითად შპატელი, რომელიც განკუთვნილია ჭერზე სამუშაოდ არ არის პრაქტიკული სამშენებლო შენარევებზე და გრუნტებზე სამუშაოთ. ამიტომ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ რა ტიპის სამუშაოს შესრულება გსურთ და შეარჩიოთ შესაფეერისი შპატელი. პოპულარული შპატელის სახეობებია:
- კბილებიანი შპატელი – გამოიყენება ფილების დაგების დროს სხვადასხვა ზედაპირებზე წებოცემენტის სასასმელად, გასანაწილებლად და გასასწორებლად.
- ვიწრო შპატელი ჰერმეტიკის – გამოიყენება ზედაპირებზე ჰერმეტიკული ხსნარების წასასმელად, ბზარების ამოსავსებად.
- ზედაპირული შპატელები – გამოიყენება ძნელად მისადგომ ადგილებში, სამუშაოდ, ამ შპატელებს არ აქვთ სახელური, მხოლოდ პლასტმასის ზოლის საყრდენი გასდევს.
- დახრილი შპატელი – საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ძნელად მისადგომ ზედაპირებზე წებოს, წებოცემენტის, ჰერმეტიკული ხსნარების წასასმელად. იქ, სადაც სტანდარტული ხელსაწყო არ გადგებათ.
რესპერატორი
რესპერატორი აუცილებელი აქსესუარია სამღებრო სამუშაოების შესრულების დროს. მისი გამოყენება უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას და ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს.
რესპერატორები განსხვავდება ფორმით და ზომით. მას ატარებენ სახის ქვედა ნაწილზე ისე, რომ ცხვირი და პირი მთლიანად დაფარული იყოს. ელასტიური თვისების საშუალებით ის კარგად ეკვრის სახეს და არ აძლევს საშუალებას მავნე ნივთიერებებს შეაღწიონ სასუნთქ გზებში. რესპირატორის ფილტრები წმენდს ჰაერს და უკვე გაწმენდილი ჰაერი ხვდება სასუნთქ ორგანოში. სხვადასხვა სახეობების რესპერატორებიდან ხშირ გამოყენებაშია:
- რესპერატორი მტვრის საწინააღმდეგო – ამ დამცავ აღჭურვილობას აქვს წვრილი ბოჭკოვანი მასალებისგან დამზადებული ფილტრები, ყველაზე ხშირად ესენია პოლიმერული მასალები. მტვრისგან ჰაერის გაწმენდის ეფექტურობა უზრუნველყოფილია მტვრის მაღალი ტევადობისა და კარგი ფილტრაციის თვისებების გამო, გარდა ამისა, ასეთი რესპერატორები რბილი და ელასტიურია. ისინი შესაფერისია ჰაერში კონსტრუქციული მტვრის მაღალი კონცენტრაციის მქონე გარემოში გამოყენებისთვის.
- მავნე აირების საწინააღმდეგო რესპერატორი – მათ აქვთ სპეციალური ვაზნები ფილტრებით, რომელიც გამოყენება ფტორის, აცეტონის, ნავთის, ბენზინის, ალკოჰოლებისა და სხვა ორგანული ნაერთების ორთქლის შემცველი ჰაერის ინჰალაციისგან დასაცავად. ასევე იცავს სასუნთ ორგანოებს ამიაკის და წყალბადის სულფიდის ორთქლისგან.
რესპერატორის შერჩევისას აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი ტიპის რესპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოს დროს წარმოქმნილი აირებისგან ან მტვრისგან სრულ დაცვას. ასევე გასათვალისწინებელია მოხმარების აუცილებელი წესები და ვადები.
დამხმარე სამღებრო აქსესუარები
გარდა სტანდარტული სამღებრო აქსესუარებისა ასევე პოპულარულია დამხმარე სამღებრო აქსესუარები, რომელიც საშაულებას იძლევა მნიშვნელოვნად დააჩქაროთ და გაიმარტივოთ სამღებრო სამუშაოები. ასეთი აქსესუარებია: საღებავის შერევის კონტეინერი, “კატოკის” გასატარებელი კონტეინერი, ასევე რკინის ჯაგრისები ჟანგის მოსაშორებლად და სხვა დამხმარე აქსესუარი.
Profi-ს ფილიალებში წარმოდგენილია ევროპული ბრენდების მაღალი ხარისხის სამღებრო აქსესუარები. ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს. კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
კატოკი. katoki. დიდი კატოკი, პატარა კატოკი. didi katoki, patara katoki. katokebi, კატოკები. ფუნჯი, ფუნჯები, funji, funjebi. funjebi iafad. katokebi iafad. ფუნჯები იაფად, კატოკები იაფად. samgebro aqsesuarebi. სამღებრო აქსესუარები. რესპერატორი, resperatori, respiratori, რესპირატორი. შპატელი, შპატელები. Spateli, Spatelebi.