ბურღი (დრელი): Profi-ს შოურუმში წარმოდგენილია INGCO-ს ბურღების (დრელების) ფართო არჩევანი. INGCO-ს ბურღები ყველაზე პოპულარული და გაყიდვადია საქართველოში, რადგან მოცემული ფასის სეგმენტში საუკეთესო არჩევანია ამავდლოულად გამოირჩევა ხარისხით და საიმედოობით.
INGCO მიიჩნევს, რომ უმაღლესი ხარისხი გულისხმობს არა მხოლოდ ფუნქციონურობას, გამოყენებადობას და გარეგნობას, არამედ ეფექტურობას, შესრულებას, საიმედოობას და სიმარტივეს.



Profi წარმოადგენს INGCO-ს პროდუქციას საქართველოში, რომელიც ერთნაირი წარმატებით იყიდება და აკმაყოფილებს როგორც კორპორატიულ, ისე სამომხმარებლო სეგმენტს, ამავდროულად ხარისხისა და ფასის კომბინაციით საუკეთესოა. ამას ემატება სრულყოფილი საგარანტიო მომსახურება, კვალიფიციური კონსულტაცია და მარაგების მუდმივი კონტროლი
წარმოგიდგენთ სხვადასხვა სიმძლავრის და ფუნქციონალის ბურღებს/დრელებს: დარტყმითი ბურღი, არადარტყმითი ბურღი, რევერსული დრელი, ბლოკირებით, სიჩქარის რეგულირებით და სხვა მახასიათებლების დრელებს.
როგორ შევარჩიო ელექტრო დრელი/ბურღი?
ბურღის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან ბაზარზე წარმოდგენილია ბურღის მწარმოებელი ბევრი ბრენდი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციონალის და მოდელის ბურღებს(დრელებს). ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ბურღების (დრელების) მწარმოებელ რომელ ბრენდზე ან რომელ მოდელზე შეაჩეროთ არჩევანი.
უპირველეს ყოვლისა ზუსტად უნდა განსაზღვროთ რისთვის გჭირდებათ ბურღი (დრელი): ხის გასახვრეტად, ლითონის გასახვრეტად, კედლის გასახვრეტად, თუ ხრახნების მოსაჭერად.
ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა სიმძლავრის და ფუნქციონალის ბურღები (დრელები) : დარტყმითი ბურღი, არადარტყმითი ბურღი, რევერსული დრელი, ბლოკირებით, სიჩქარის რეგულირებით და სხვა.
დრელების ძირითადი განმავსხვავებელი, გარდა სხვადასხვა დანიშნულებისა არის სიმძლავრე. ხშირად არჩევანი გასაკეთებელია ერთი დანიშნულების მქონე დრელის სხვადასხვა სიმძლავრეზე.
თუ არჩევანს ვერ აკეთებთ ჩვენ დაგეხმარებით. გვითხარით რა ტიპის სამუშაოს შესრულება გსურთ და შეგარჩევინებთ სწორი სიმძლავრის დრელს.
ჩვენ მაღაზიებში წარმოდგენილია ბურღების/დრელების კლასიფიკაციიდან სამი ტიპის ბურღი /დრელი.
დარტყმითი ბურღი (პერფორატორი)
დარტყმითი ბურღი დაგჭირდებათ მაშინ, როდესაც გსურთ მყარი ზედაპირის გახვრეტა. მაგალითად ბეტონის, ბლოკის ან აგურის კედლის გახვრეტა. დარტყმითი ბურღი „პერფორატორი“ გაცილებით მძლავრია ვიდრე სტანდარტული დრელი და მყარი ზედაპირის გახვრეტა შესაძლებელია ზედმეტი ძალისხმევის და ნაკლები დროის დახარჯვის გარეშე.

პრემიუმ კატეგორიის დარტყმითი ბურღის „პერფორატორის“ განმასხვავებელი სტანდარტული დარტყმითი ბურღებისგან არის შემდეგი მახასიათებლები:
- LED განათება – (ძალიან გეხმარებათ ნაკლები განათების ადგილებში დრელით მუშაობის დროს);
- გვერდითი სახელური – (დრელის კომფორტულად ჭერისთვის);
- სიჩქარის მარეგულირებელი;
სიღრმის მარეგულირებელი (დამჭერი).
სტანდარტული ბურღი (დრელი)
სტანდარტული ბურღი/დრელი ძირითადად გამოიყენება საშუალო და მცირე სისქის მყარი ზედაპირების გასახვრეტად. სტანდარტული ბურღი/დრელი საუკეთესოა და ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტია საოჯახო სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

აკუმულატორიანი ბურღი „შურუპავიორტი“

ბოლო დროს ძლიან მოთხოვნადია დრელების და სახრახნისების უსადენო მოდელები, რომელიც მძავრი ლითიუმის ბატარეებით არიან აღჭურვილები და ძალიან მოსახერხებელია.
ჩვენთან წარმოდგენილია აკუმლატორიანი ბურღების („შურუპავიორტი“-ს) მოდელები, რომელთაც მოყვება დამატებითი ელემენტი, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მთელი დღის განმავლობაში იმუშაოთ აკუმულატრიანი ბურღით შეუფერხებლად.
გვეწვიეთ პროფის მაღაზიებში და აკუმულატრიანი ბურღების ფართო არჩევანიდან შეარჩიეთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი.
*ბურღების ყველა მოდელზე ვრცელდება 1 წლიანი ქარხნული გარანტია.
თუ კონკრეტული მოდელის ფასი გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე.